ისტორიული დღე – გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ის წინააღმდეგ მასშტაბური ვაქცინაცია დაიწო

ისტორიული დღე ბრიტანეთისა და მთელი მსოფლიოსთვის – გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაცია დაიწო. ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა კომპანია Pfizer/BioNTech- მიერ შექმნილი ვაქცინით იცრება.

BBC-ის ცნობით, პირველი მოქალაქე, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს 90 წლის მარგარეტ კინანია, რომელმაც აღნიშნა, რომ თავს პრივილეგირებულად გრძნობს.

თავდაპირველად ვაქცინას 80 წელს გადაცილებული ადამიანები, ექიმები, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები და იქ მომუშავე ადამიანები მიიღებენ. ამის შემდეგ ვაქცინაციის მსურველთა ასაკი ყოველკვირეულად დაიწევს. ქვეყანას პირველი ეტაპისთვის ვაქცინის 800 000 დოზა აქვს მობილიზებული. ბრიტანეთმა, საერთო ჯამში, ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის სავალდებულოდ გამოცხადება აუცილებლობად არ უნდა იქცეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვაქცინის აბსოლუტური ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეით ობრაიენი ამბობს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საავადმყოფოს პერსონალის ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს.

“არ ვფიქრობ, რომ სავალდებულო უნდა იყოს, განსაკუთრებით ეს ვაქცინა. გაცილებით უკეთესი იქნება, რომ წავახალისოთ და ამ მოთხოვნების გარეშე დავარწმუნოთ ადამიანები ვაქცინის ეფექტიანობაში,” – აცხადებს ქეით ობრაიენი.

წყარო:

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started