სანაგვეზე მოსროლილი ოქრუაშვილი და ბურჯანაძე რას იტყვიან თქვენზე, მაგაზე დარდობთ?! – ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციას

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას მიმართავს:

”ის ოპოზიციონერები, ვინც პარლამენტში შესვლაზე ფიქრობთ, მაგრამ მაინც ბოლომდე გადაწყვეტილი არ გაქვთ. კითხვა მაქვს თქვენთან – რა გაბრკოლებთ?

0%-იანი, პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი ირაკლი ოქრუაშვილი და ნინო ბურჯანაძე რას იტყვიან თქვენზე, მაგაზე დარდობთ?! დაიმახსოვრეთ, ეგენი ვისზეც კარგს იტყვიან, სწორედ ის შეძულდება პირველ რიგში ქართველ ხალხს! მეტს არაფერს გირჩევთ’’ , – წერს ნიკოლოზ მეტრეველი „ფეისბუკის“ გვერდზე.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started