დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ჯგუფი აშშ-ის კონგრესის შენობაში შეჭრას შეეცადა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ჯგუფი აშშ-ის კონგრესის შენობაში შეჭრას შეეცადა. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა.

საბოლოოდ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფის შეკავება შეძლეს.

კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ. აშშ-ის დედაქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებიცაა მობილიზებული.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started